ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, 23 ივნისს თბილისში
სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართა, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი ეკავა ტურნირს
მინიკალათბურთში.
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით რიყეზე საინტერესო
საკალათბურთო ტურნირი მოეწყო მინი კალათბურთში.
აღსანიშნავია, რომ პატარებს შორის 3×3-ზე კალათბურთში
ტურნირები აქამდე არ იმართებოდა და სიახლემ გაამართლა. ასაკობრივი ცენზი 11 წელი იყო
და ბავშვებმა ძალიან სახალისო, საინტერესო და სანახაობრივი თამაში აჩვენეს.
ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება „მართვეს“, „ჰიუნდაის“, „სოხუმისა“ და „ორბის“ გუნდებმა
მოიპოვეს.
ფინალში „ორბმა“
დიდი უპირატესობით დაამარცხა „სოხუმი“ 12:0, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში „სოხუმმა“ დაძაბულ ბრძოლაში
– 11:9 დაამარცხა „მართვე“.
გამარჯვებული გუნდები მედლებით, სიგელებითა და საკალათბურთო
ატრიბუტიკით ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნების საუკეთესო მოთამაშეებმა
საკალათბურთო ბურთები მიიღეს. საჩემპიონო თასთან ერთად გამარჯვებული „ორბის“ ყველა
წევრს საჩუქრად ეროვნული ნაკრების წევრთა მაისურებიც გადაეცათ.