Tbilisi Challenge 2021: 3×3 საკალათბურთო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო

Tbilisi Challenge 2021: 3×3 საკალათბურთო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო

მიმდინარე წლის 19 ივნისს 3×3 კალათბურთში ტრადიციულად ქცეული ტურნირი – Tbilisi Challange გაიმართება. ტურნირი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და თბილისის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.  აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად, ზაფხულში იმართება და ამჯერად ის მერვედ ჩატარდება. გასულ, 2020 წელს, ისევე როგორც სხვა სპორტული ღონისძიებები, არც აღნიშნული შეჯიბრი არ ჩატარებულა. Tbilisi Challange 2021 გახლავთ საკვალიფიკაციო ტურნირი მსოფლიო ტურის – Belgrade Challanger 2021-ზე მოსახვედრად.თბილისური ტურნირის საპრიზო ფონდი 1000 ლარია, რომელიც ჩემპიონზე და სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულზე განაწილდება.

Tbilisi Challange 2021 19 ივნისს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, მონაწილე გუნდების რეგისტრაცია კი თბილისის კალათბურთის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე მიმდინარეობს: facebook.com/TbilisiBasket