მიმდინარე წლის 16 ივნისს 3×3 კალათბურთში ტრადიციულად ქცეული ტურნირი – Tbilisi Challange გაიმართება. ტურნირი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და თბილისის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად, ზაფხულში იმართება და ამჯერად ის მეშვიდედ ჩატარდება. Tbilisi Challange 2019 გახლავთ საკვალიფიკაციო ტურნირი მსოფლიო ტურის – Belgrade Challanger 2019-ზე მოსახვედრად, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 30 000 ლარს. საკუთრივ თბილისური ტურნირის საპრიზო ფონდი კი 4000 ლარია, რომელიც ჩემპიონზე (3000), ასევე ჩატენვებისა (500) და სამქულიანების (500) კონკურსების გამარჯვებულებზე განაწილდება.
Tbilisi Challange 2019 16 ივნისს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, მონაწილე გუნდების რეგისტრაცია კი თბილისის კალათბურთის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე მიმდინარეობს: facebook.com/TbilisiBasket