22-წლამდელთა ტურნირით დასრულდა 3×3 საკალათბურთო ზამთრის სერიები სახელწოდებით 3x3WinterCup2025. აღნიშნულ ტურნირებს ორგანიზებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტი უწევს და სერიები წლის დროების მიხედვით – შემოდგომაზე, ზამთარში და გაზაფხულზე ტარდება, ხოლო ზაფხულობით ქვეყნის მასშტაბით 3x3Geotour-ი, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი იმართება.
გუშინდელი ტურნირის დასრულდა ზამთრის სერიები. წლის დასკვნით ტურნირში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა არგომ – ლუკა დოლბაძის, ვაჩე ფარულავას და ძმებ ზურაბ და ნიკოლოზ შერაზადაშვილების შემადგენლობით. აღნიშნულ ტრიოს ტურნირის საპრიზო ფონდიდან 1000 ლარი ერგო.
არგომ ფინალურ მატჩში გუნდი ლეგალი დაამარცხა. მომავალ ჩემპიონებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ და 10 ქულის სხვაობით – 21:11 იმარჯვეს. ლეგალის ღირსებას ილია დუმბაძე, ნიკა კავლელაშვილი, ნიკა მეტრეველი და ირაკლი მიქიაშვილი იცავდნენ. ლეგალს საპრიზო ფონდიდან 800 ლარი ეგრო. ფულადი პრიზის გარეშე არც მესამეზე გასული Yumar-ი დარჩენილა, რომლის წევრებსაც – გიორგი შარვაშიძეს, გიორგი ცარციძეს, საბა გიქოშვილსა და საბა ლატარიას 500 ლარის ღირებულების ვაუჩერი გადაეცათ.
ტურნირში ტრადიციულად 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებსაც ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზმა უმასპინძლა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ საუკეთესოები ნახევარფინალში გადავიდნენ. ნახევარფინალები ასე დასრულდა: არგო – Elites 20:15, ლეგალი – Yumar 18:13.
3X3 საკალათბურთო ტურნირები ახალი, 2026 წლიდან გაგრძელდება.