2013 წლის ,,ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია”
სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის” მატჩის გამოკითხვამ, მეტოქე გუნდების სასტარტო ხუთეულები გამოავლინა,ხოლო მწვრთნელებმა ის დარჩენილი 7-7 მოთამაშე დაასახელეს, რომლებიც ოლ სტარში მონაწილე გუნდები შეავსეს.
20 აპრილს, ქუთაისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს სუპერლიგის ლეგიონერებისა და ადგილობრივი მოთამაშეების გუნდები დაუპირისპირდნენ. რჩეულ მოთამაშეთა მატჩთან ერთად გაიმართა კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში. გამოვლინდა”ყველა ვარსკვლავის” მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსების გამარჯვებულებთან ერთად ოლ სტარის პარტნიორი “ევრობა-ბეთი” პლანშეტური კომპიუტერებით დააჯილდოვა.
სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა 13 აპრილიდან მიმდინარეობდა და ის 19 აპრილს, 12 საათზე დასრულდა. მთლიანობაში შემოვიდა 44 ათასზე მეტი ხმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში მოხვედრის კანდიდატებზე გადანაწილდა.
,,ყველა ვარსკვლავის მატჩის” გამოკითხვის შედეგები:
ადგილობრივთა გუნდი
უკანახაზელი
1063 გივი ბაქრაძე
929 თეიმურაზ ბაბუნაშვილი
908 ლევან ცეკვავა
841 გიორგი გამყრელიძე
759 ირაკლი მიქელაძე
715 ლაშა ფარღალავა
690 გრიგოლ შვანგირაძე
662 რევაზ როგავა
632 ბექა წივწივაძე
631 ბესიკ ლეჟავა
529 მერაბ ბოქოლიშვილი
489 ნიკა რამიშვილი
ფორვარდი
1099 ლევან ფაცაცია
1057 ბექა ჩიკვილაძე
1018 გიორგი ბარბაქაძე
861 დავით ბარბაქაძე
810 ანატოლი ბოისა
636 ზვიად ანთაძე
622 ირაკლი ჩლაიძე
536 მიხეილ ბერიშვილი
494 ირაკლი კეიდია
470 კოკა ტომარაძე
469 ზვიად ბაბიაშვილი
401 რევაზ დიდია
375 ირაკლი საყვარელიძე
ცენტრი
1128 რიჩარდ მათიაშვილი
744 აკაკი დვალიშვილი
427 სერგო ათუაშვილი
413 გიორგი შარაბიძე
390 ბექა ბექაური
357 ვახტანგ ქადარია
338 რევაზ ათანელიშვილი
328 გიორგი ჯგერენაია
299 ილია ლონდარიძე
ლეგიონერთა გუნდი
უკანახაზელი
ნეით ბოუი 1793
დეონტა ვონი 1659
ლამარ კარიმი 1475
სტენ სოკი 1450
ზაურ ფაშაევი 1396
სტოიაკოვიჩი ბოსკო 1075
ფორვარდი
ქიენ კარტერი 1452
კაელ ნელსონი 1264
ბენჟამინ რეიმონდი 1193
ფლინ კლიმენი 1049
მარტინას ანდრიუკატისი 884
ჟოლივეტ ტუჯანი 878
იოვან სტეფანოვი 781
ჩად პრევიტი 694
სერჟი ასელაინი 653
ცენტრი
სტეფან მილოშევიჩი 1671
მილან ოლუიჩი 1446
კირკ არჩიბექი 1307
,,ოლ სტარი” 2013
სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის მონაწილეთა შორის ბოლო დღეს ცვლილება მოხდა. დანაკლისი განიცადა როგორც ლეგიონერთა, ასევე ადგილობრივთა გუნდმა.
დღევანდელ მატჩ-აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებს „ოლიმპის“ ესტონელი გამთამაშებელი სტენ სოკი, ხოლო ადგილობრივებს არმიელი ირაკლი საყვარელიძე დააკლდება.
სტენ სოკს 19 არილის ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ შეიქნა, ხოლო საყვარელიძემ კოჭი იტკინა და სუპერლიგის რჩეულ მოთამაშეებს ქუთაისში ვერ წაჰყვა. საყვარელიძის ნაცვლად ადგილობრივთა გუნდში ბათუმის უკანახაზელი ნიკა რამიშვილი ითამაშებს.
სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს „არმიის“ ტრავმირებული უკანახაზელი ბესო ლეჟავა და ზემოთხსენებული ირაკლი საყვარელიძე. შესაბამისად, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეთა სია ხუთამდე შემცირდა: კოკა ტომარაძე (ოლიმპი ), გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი), ლაშა კეშელავა (ბათუმი) და ჩად პრევიტი (შსს აკადემია).
სუპერლიგის რიგით მე-11 ოლ სტარმა ჩვეულად საინტერესოდ ჩაიარა. ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ „ყველა ვარსკვლავის“ მატჩ-აქციას ტრადიციულად ბლომად გულშემატკივარი დაესწრო.
მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი მატჩი და კონკურსები იხილა. ლეგიონერთა გუნდმა 122:108 დაამარცხა ადგილობრივები, „შსს-აკადემიის“ ფორვარდი ბენჯამინ რეიმონდი კი მატჩის უძვირფასესი კალათბურთელი გახდა.
როგორც წესი, სანახაობრივი დატვირთვის მატჩებში დაცვა არ არსებობს და არც დღევანდელ ოლ სტარში მონაწილე გუნდებს დაუტვირთავთ თავი მეტოქეთა შეტევების ჩაშლით. ორივე გუნდი დაცვაში ლაღად თამაშობდა, რაკი მეტოქე ამის საშუალებას იძლეოდა. შესაბამისად, მაყურებელმა არაერთი ლაზათიანი ეფექტური გდება თუ გამორჩეული მომენტი იხილა.
ლეგიონერთა უპირატესობა პირველივე წუთებიდან თვალში საცემი იყო. უცხოელი მოთამაშეები შეტევების დაგვირგვინებისას უფრო ზუსტნი იყვნენ და ანგარიშიც ლეგიონერთა სასარგებლოდ იზრდებოდა. პირველი მეოთხედი უცხოელებმა 34:23 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის გიორგის კეცელიდისის გუნდი 27 ქულით ლიდერობდა.
საბოლოოდ ლეგიონერებმა მატჩი იოლად მოიგეს, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ის ლამაზი მომენტები იყო, რომელიც გამარჯვებული გუნდის წევრებმა მაყურებლებს წარმოუდგინეს. 26 ქულით მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე ბენჯამინ რეიმონდი გახდა, 16 ქულა და 9 პასი მიითვალა ნეით ბოუიმ, ხოლო მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი პირად ანგარიშზე კაილ ნელსონმა ჩაიწერა – 14 ქულა, 11 მოხსნა.
ადგილობრივთა გუნდის ბომბარდირი გიორგი ბარბაქაძე გახდა 24 ქულით, 18 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა რიჩარდ მათიაშვილს, ხოლო დინამოელმა ბექა ჩიკვილაძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.
სამქულიანების კონკურსი
სნაიპერთა კონკურსში 5 კალათბურთელი მონაწილეობდა. „არმიის“ 2 კალათბურთელი – ბესო ლეჟავა და ირაკლი საყვარელიძე ტრავმების გამო ქუთაისში ვერჩამოვიდნენ. პირველ ეტაპზე საუკეთესო შედეგი ოლიმპელმა კოკა ტომარაძემ დააფიქსირა. პერიმეტრის 5 წერტილიდან მონაწილეები 5-5 ბურთს ესროდნენ, ყოველი წერტილის ბოლო, მე-5 ბურთი 2 ქულად ფასობდა, დანარჩენები კი – 1 ქულად.
ტომარაძესთან ერთად ფინალში 17-17 ქულის მომგროვებელი გიორგი ბარბაქაძე და ბუბა კვიმსაძე გავიდნენ. შსს-აკადემიელმა ჩად პრევიტმა 16 დააგროვა, ხოლო ბათუმელმა ლაშა კეშელავამ – 15.
ფინალისა და შესაბამისად კონკურსის გამარჯვებული დავით ბარბაქაძე გახდა, რომელმაც გადამწყვეტ დაპირისპირებაში 19 ქულა მოაგროვა. ტომარაძე 17 ქულით მეორე იყო, ხოლო კვიმსაძე 14-ს დასჯერდა.
გიორგი ბარბაქაძე ქართული ოლ სტარების ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ორივე კონკურსი მოიგო. ქუთაისელ ფორვარდს ჩატენვების კონკურსიც აქვს მოგებული, დღეს კი ის სამქულიანების გამარჯვებულიც გახდა.
ჩატენვების კონკურსი
ბურთის ეფექტურ გდებებში გამარჯვებული დებიუტანტი გახდა. ამ სეზონში საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე კახა ჯინჯარაძემ ფინალურ შერკინებაში „შსს-აკადემიის“ უკანახაზელი მერაბ ბოქოლიშვილი დაამარცხა.
გამარჯვებული დამატებით დაპირისპირებაში გამოვლინდა. ჯინჭარაძემ ბურთი ფარისკენ ტრაექტორიის გაგზავნა, რომელიც იატაკზე დაეცა და როცა ზენიტს მიაღწია, ჯინჭარაძემ დაიჭირა და კალათში მოხდენილად ჩატენა. ბოქოლიშვილმაც ლამაზი ილეთი შეასრულა – საკუთარ თანაგუნდელ დენოტა ვონს გადაახტა და ბურთიც კალათში ისე მოათავსა, თუმცა ჟიურიმ გამარჯვება კახა ჯინჭარაძეს მიანიჭა.
დაჯილდოვება
სამივე ნომინაციის გამარჯვებულის დაჯილდოვება მატჩის ბოლოს გაიმართა. ოლ სტარის უძვირფასეს მოთამაშე ბენჯამინ რეიმონდს შესაბამისი პრიზი კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა გადასცა, ხოლო სნაიპერი გიორგი ბარბაქაძე ვეტერანთა დახმარების ფონდის პრეზიდენტმა ვალერი ლომაძემ დააჯილდოვა. ჩატენვების კონკურის ტრიუმფატორი კახა ჯინჭარაძეს კი პრიზი ვეტერანმა ქუთაისელმა კალათბურთელმა გელა დარსაძემ გადასცა. სამივე გამარჯვებული „ყველა ვარსკვლავის“ პარტნიორ „ევროპა-ბეთისგან“ სამსუნგის პლანშეტური კომპიუტერით დაჯილდოვდა, რომელიც მოთამაშეებს სუპერლიგის დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ გადასცა.