2013 წლის ,,ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია”

2013 წლის ,,ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია”

სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის” მატჩის გამოკითხვამ, მეტოქე გუნდების სასტარტო ხუთეულები გამოავლინა,ხოლო მწვრთნელებმა ის დარჩენილი 7-7 მოთამაშე დაასახელეს, რომლებიც ოლ სტარში მონაწილე გუნდები შეავსეს.

20 აპრილს, ქუთაისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს სუპერლიგის ლეგიონერებისა და ადგილობრივი მოთამაშეების გუნდები დაუპირისპირდნენ. რჩეულ მოთამაშეთა მატჩთან ერთად გაიმართა კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში. გამოვლინდა”ყველა ვარსკვლავის” მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსების გამარჯვებულებთან ერთად ოლ სტარის პარტნიორი “ევრობა-ბეთი” პლანშეტური კომპიუტერებით დააჯილდოვა.
 სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა 13 აპრილიდან მიმდინარეობდა და ის 19 აპრილს, 12 საათზე დასრულდა. მთლიანობაში შემოვიდა 44 ათასზე მეტი ხმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში მოხვედრის კანდიდატებზე გადანაწილდა.

,,ყველა ვარსკვლავის მატჩის”  გამოკითხვის შედეგები:

ადგილობრივთა გუნდი

უკანახაზელი

1063 გივი ბაქრაძე 

929 თეიმურაზ ბაბუნაშვილი 

908 ლევან ცეკვავა 

841 გიორგი გამყრელიძე 

759 ირაკლი მიქელაძე 

715 ლაშა ფარღალავა 

690 გრიგოლ შვანგირაძე 

662 რევაზ როგავა 

632 ბექა წივწივაძე 

631 ბესიკ ლეჟავა 

529 მერაბ ბოქოლიშვილი 

489 ნიკა რამიშვილი 

ფორვარდი

1099 ლევან ფაცაცია 

1057 ბექა ჩიკვილაძე 

1018 გიორგი ბარბაქაძე 

861 დავით ბარბაქაძე 

810 ანატოლი ბოისა 

636 ზვიად ანთაძე 

622 ირაკლი ჩლაიძე 

536 მიხეილ ბერიშვილი 

494 ირაკლი კეიდია 

470 კოკა ტომარაძე 

469 ზვიად ბაბიაშვილი 

401 რევაზ დიდია 

375 ირაკლი საყვარელიძე 

ცენტრი

1128 რიჩარდ მათიაშვილი 

744 აკაკი დვალიშვილი 

427 სერგო ათუაშვილი 

413 გიორგი შარაბიძე 

390 ბექა ბექაური 

357 ვახტანგ ქადარია 

338 რევაზ ათანელიშვილი 

328 გიორგი ჯგერენაია 

299 ილია ლონდარიძე 

ლეგიონერთა გუნდი

უკანახაზელი

 ნეით ბოუი 1793

 დეონტა ვონი 1659

 ლამარ კარიმი 1475

 სტენ სოკი 1450

 ზაურ ფაშაევი 1396

 სტოიაკოვიჩი ბოსკო 1075

ფორვარდი

 ქიენ კარტერი 1452

 კაელ ნელსონი 1264

 ბენჟამინ რეიმონდი 1193

 ფლინ კლიმენი 1049

 მარტინას ანდრიუკატისი 884

 ჟოლივეტ ტუჯანი 878

 იოვან სტეფანოვი 781

 ჩად პრევიტი 694

 სერჟი ასელაინი 653

ცენტრი

 სტეფან მილოშევიჩი 1671

 მილან ოლუიჩი 1446

 კირკ არჩიბექი 1307

  ,,ოლ სტარი” 2013

სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის მონაწილეთა შორის ბოლო დღეს ცვლილება მოხდა. დანაკლისი განიცადა როგორც ლეგიონერთა, ასევე ადგილობრივთა გუნდმა.
 დღევანდელ მატჩ-აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებს „ოლიმპის“ ესტონელი გამთამაშებელი სტენ სოკი, ხოლო ადგილობრივებს არმიელი ირაკლი საყვარელიძე დააკლდება.
 სტენ სოკს 19 არილის ვარჯიშის შემდეგ შეუძლოდ შეიქნა, ხოლო საყვარელიძემ კოჭი იტკინა და სუპერლიგის რჩეულ მოთამაშეებს ქუთაისში ვერ წაჰყვა. საყვარელიძის ნაცვლად ადგილობრივთა გუნდში ბათუმის უკანახაზელი ნიკა რამიშვილი ითამაშებს.
 სამქულიანების კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს „არმიის“ ტრავმირებული უკანახაზელი ბესო ლეჟავა და ზემოთხსენებული ირაკლი საყვარელიძე. შესაბამისად, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეთა სია ხუთამდე შემცირდა: კოკა ტომარაძე (ოლიმპი ), გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი), ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი), ლაშა კეშელავა (ბათუმი) და ჩად პრევიტი (შსს აკადემია).
 სუპერლიგის რიგით მე-11 ოლ სტარმა ჩვეულად საინტერესოდ ჩაიარა. ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ „ყველა ვარსკვლავის“ მატჩ-აქციას ტრადიციულად ბლომად გულშემატკივარი დაესწრო. 

მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი მატჩი და კონკურსები იხილა. ლეგიონერთა გუნდმა 122:108 დაამარცხა ადგილობრივები, „შსს-აკადემიის“ ფორვარდი ბენჯამინ რეიმონდი კი მატჩის უძვირფასესი კალათბურთელი გახდა.
როგორც წესი, სანახაობრივი დატვირთვის მატჩებში დაცვა არ არსებობს და არც დღევანდელ ოლ სტარში მონაწილე გუნდებს დაუტვირთავთ თავი მეტოქეთა შეტევების ჩაშლით. ორივე გუნდი დაცვაში ლაღად თამაშობდა, რაკი მეტოქე ამის საშუალებას იძლეოდა. შესაბამისად, მაყურებელმა არაერთი ლაზათიანი ეფექტური გდება თუ გამორჩეული მომენტი იხილა.
ლეგიონერთა უპირატესობა პირველივე წუთებიდან თვალში საცემი იყო. უცხოელი მოთამაშეები შეტევების დაგვირგვინებისას უფრო ზუსტნი იყვნენ და ანგარიშიც ლეგიონერთა სასარგებლოდ იზრდებოდა. პირველი მეოთხედი უცხოელებმა 34:23 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის გიორგის კეცელიდისის გუნდი 27 ქულით ლიდერობდა.
საბოლოოდ ლეგიონერებმა მატჩი იოლად მოიგეს, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ის ლამაზი მომენტები იყო, რომელიც გამარჯვებული გუნდის წევრებმა მაყურებლებს წარმოუდგინეს. 26 ქულით მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე ბენჯამინ რეიმონდი გახდა, 16 ქულა და 9 პასი მიითვალა ნეით ბოუიმ, ხოლო მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი პირად ანგარიშზე კაილ ნელსონმა ჩაიწერა – 14 ქულა, 11 მოხსნა.
ადგილობრივთა გუნდის ბომბარდირი გიორგი ბარბაქაძე გახდა 24 ქულით, 18 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა რიჩარდ მათიაშვილს, ხოლო დინამოელმა ბექა ჩიკვილაძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.

სამქულიანების კონკურსი

სნაიპერთა კონკურსში 5 კალათბურთელი მონაწილეობდა. „არმიის“ 2 კალათბურთელი – ბესო ლეჟავა და ირაკლი საყვარელიძე ტრავმების გამო ქუთაისში ვერჩამოვიდნენ. პირველ ეტაპზე საუკეთესო შედეგი ოლიმპელმა კოკა ტომარაძემ დააფიქსირა. პერიმეტრის 5 წერტილიდან მონაწილეები 5-5 ბურთს ესროდნენ, ყოველი წერტილის ბოლო, მე-5 ბურთი 2 ქულად ფასობდა, დანარჩენები კი – 1 ქულად.
ტომარაძესთან ერთად ფინალში 17-17 ქულის მომგროვებელი გიორგი ბარბაქაძე და ბუბა კვიმსაძე გავიდნენ. შსს-აკადემიელმა ჩად პრევიტმა 16 დააგროვა, ხოლო ბათუმელმა ლაშა კეშელავამ – 15.
ფინალისა და შესაბამისად კონკურსის გამარჯვებული დავით ბარბაქაძე გახდა, რომელმაც გადამწყვეტ დაპირისპირებაში 19 ქულა მოაგროვა. ტომარაძე 17 ქულით მეორე იყო, ხოლო კვიმსაძე 14-ს დასჯერდა.
გიორგი ბარბაქაძე ქართული ოლ სტარების ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ორივე კონკურსი მოიგო. ქუთაისელ ფორვარდს ჩატენვების კონკურსიც აქვს მოგებული, დღეს კი ის სამქულიანების გამარჯვებულიც გახდა.

ჩატენვების კონკურსი

ბურთის ეფექტურ გდებებში გამარჯვებული დებიუტანტი გახდა. ამ სეზონში საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე კახა ჯინჯარაძემ ფინალურ შერკინებაში „შსს-აკადემიის“ უკანახაზელი მერაბ ბოქოლიშვილი დაამარცხა.
გამარჯვებული დამატებით დაპირისპირებაში გამოვლინდა. ჯინჭარაძემ ბურთი ფარისკენ ტრაექტორიის გაგზავნა, რომელიც იატაკზე დაეცა და როცა ზენიტს მიაღწია, ჯინჭარაძემ დაიჭირა და კალათში მოხდენილად ჩატენა. ბოქოლიშვილმაც ლამაზი ილეთი შეასრულა – საკუთარ თანაგუნდელ დენოტა ვონს გადაახტა და ბურთიც კალათში ისე მოათავსა, თუმცა ჟიურიმ გამარჯვება კახა ჯინჭარაძეს მიანიჭა.

დაჯილდოვება

სამივე ნომინაციის გამარჯვებულის დაჯილდოვება მატჩის ბოლოს გაიმართა. ოლ სტარის უძვირფასეს მოთამაშე ბენჯამინ რეიმონდს შესაბამისი პრიზი კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა გადასცა, ხოლო სნაიპერი გიორგი ბარბაქაძე ვეტერანთა დახმარების ფონდის პრეზიდენტმა ვალერი ლომაძემ დააჯილდოვა. ჩატენვების კონკურის ტრიუმფატორი კახა ჯინჭარაძეს კი პრიზი ვეტერანმა ქუთაისელმა კალათბურთელმა გელა დარსაძემ გადასცა. სამივე გამარჯვებული „ყველა ვარსკვლავის“ პარტნიორ „ევროპა-ბეთისგან“ სამსუნგის პლანშეტური კომპიუტერით დაჯილდოვდა, რომელიც მოთამაშეებს სუპერლიგის დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ გადასცა.