საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა დაიწყო. 2022 წლის ქართული ოლ სტარის მატჩი-აქცია 28 იანვარს, გორის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან. მეტოქე გუნდების სასტარტო ხუთეულები, ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდება. ადგილობრივების გუნდს ლექსო ლაფანაშვილი (თსუ-ის მთავარი მწვრთნელი) უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს – კოტე ტუღუში (ქუთაისის თავარი მწვრთნელი).
“ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში). სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის სამქულიანების 6 საუკეთესო მსროლელი მიიღებს მონაწილეობას: რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
ხმის მიცემისას ირჩევთ თითოეული გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრებს:
• 2 უკანახაზელს
• 2 ფორვარდს
• 1 ცენტრს
✔ორივე გუნდის ჯამში 10 კალათბურთელს და აფიქსირებთ თქვენს არჩევანს.
✔გულშემატკივრებს ხმის მიცემა დღეში ერთხელ, საქართველოს კალათბურთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ ➡ superleague.ge/allstar/vote