როგორ ხდება ხმის მიცემა”ოლ სტარზე” ➥ ვიდეო გულშემატკივრებისთვის

როგორ ხდება ხმის მიცემა”ოლ სტარზე” ➥ ვიდეო გულშემატკივრებისთვის

საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა დაიწყო. 2022 წლის ქართული ოლ სტარის მატჩი-აქცია 28 იანვარს, გორის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან. მეტოქე გუნდების სასტარტო ხუთეულები, ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდება.  ადგილობრივების გუნდს ლექსო ლაფანაშვილი (თსუ-ის მთავარი მწვრთნელი)  უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს – კოტე ტუღუში (ქუთაისის თავარი მწვრთნელი). 

“ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში (ჩატენვებში). სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის სამქულიანების 6 საუკეთესო მსროლელი მიიღებს მონაწილეობას: რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

ხმის მიცემისას ირჩევთ თითოეული გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრებს:

• 2 უკანახაზელს

• 2 ფორვარდს

• 1 ცენტრს 

✔ორივე გუნდის ჯამში 10 კალათბურთელს და აფიქსირებთ თქვენს არჩევანს. 

✔გულშემატკივრებს  ხმის მიცემა დღეში ერთხელ, საქართველოს კალათბურთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ   ➡  superleague.ge/allstar/vote