საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“ა” ლიგის პლეი ოფი 12 აპრილს იწყება

“ა” ლიგის პლეი ოფი 12 აპრილს იწყება

საკალათბურთო “ა” ლიგაში გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა. ხუთშაბათიდან სტარტს იღებს პლეი ოფი, რომლის გამარჯვებულიც “ა” ლიგის ჩემპიონი გახდება და მომავალი, 2018-2019 წლების სეზონის სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს. პლეი ოფში 4 გუნდი გავიდა, რომლებიც ნახევარფინალში დაწყვილდნენ. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული “თსუ-ჰიუნდაი” მეოთხეზე გასულ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს (კსუ) შეხვდება, ხოლო მეორეადგილოსანი “ტიტები” “არენას” დაუპირისპირდება.

ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება. პირველი მატჩები, 12 აპრილს გაიმართბა, ხოლო მეორე – 14 აპრილს. თუკი რომელიმე სერიაში ანგარიში გათანაბრდება, მესამე, გადამწყვეტი მატჩი 16 აპრილს ჩატარდება. პლეი ოფის ყველა მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს (იხილეთ კალენდარი).