მწვრთნელთა კავშირი

საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირი
პრეზიდენტი: დავით უსტიაშვილი
ვიცე-პრეზიდენტი: ნოდარ ავალიშვილი

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა ხორციელდება კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სემინარებს და ტარდება პერიოდულად – თბილისსა და რეგიონებში, ფიბას ოფიციალური სახელმძღვანელოს მიხედვით. სემინარების შემდეგ, მწვრთნელობის მსურველები გადიან ტესტირებას და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდას, რის შემდეგაც ენიჭებათ ლიცენზია.

ლიცენზიების კატეგორიები:
C კატეგორია – მინი-კალათბურთში და 14 წლამდე კალათბურთელებთან მუშაობის ლიცენზია
B კატეგორია – 14-18 წლამდე კალათბურთელებთან.
A კატეგორია – 18+ კალათბურთელებთან.

დამწყები მწვრთნელების ლიცენზირება წარმოებს ყოველი წლის სექტემბრის თვეში. მწვრთნელობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ
ნოდარ ავალიშვილს – 599095393
გაგი კვერენჩხილაძეს – 599441624
ან მიწერონ მწვრთნელთა კავშირს ოფიციალურ ელ-ფოსტაზე – Geocoaches@gmail.com