გეორგიოს ვავეცისმა ქართველ მწვრთნელებს ფიზმომზადებისა და სპორტული მედიცინის სემინარი ჩაუტარა

გეორგიოს ვავეცისმა ქართველ მწვრთნელებს ფიზმომზადებისა და სპორტული მედიცინის სემინარი ჩაუტარა

ფიზმომზადება, კვების რაციონი, გეგმაზომიერი დატვირთვები, ტრავმის პრევენცია, ფსიქოლოგია, ახალი ტექნოლოგიები – კალათბურთისთვის განუყოფელ ჩამოთვლილ კომპონენტებზე ქართველ მწვრთნელებს ონლაინ-სემინარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ბერძენმა ფიზმომზადების მწვრთნელმა, სპორტული მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა, გეორგიოს ვავეცისმა ჩაუტარა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ონლაინ-სემინარების ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის მთელს მსოფლიოში კარანტინი გამოცხადდა. მწვრთნელთათვის სემინარებს ძირითადად საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრები – ილიას ზუროსი, მილოშ გლიგორიევიჩი, ირაკლი შიოშვილი ატარებენ. გასულ ჯერზე კი, როგორც ვთქვით, ქართველ მწვრთნელებს სემინარი გეორგიოს ვავეცისმა ჩაუტარა. 

გამოცდილმა და თავისი საქმის პროფესიონალმა ბერძენმა სპეციალისტმა ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრა და მსმენელებმაც თავისი საქმიანობისთვის უაღრესად საჭირო ინფორმაციები და რჩევები მიიღეს. პრეზენტაციის შემდეგ ვავეცისმა მწვრთნელების კითხვებს უპასუხა.