Jr. NBA-ის მორიგი ონლაინ სესია მწვრთნელებისთვის

Jr. NBA-ის მორიგი ონლაინ სესია მწვრთნელებისთვის

Jr. NBA-ის სამწვრთნელო ონლაინ პროგრამა 10 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, კრის ფინჩთან ერთად გრძელდება. მან პროფესიონალური სამწვრთნელო კარიერა ევროპაში დაიწყო, მწვრთნელობდა ინგლისში, გერმანიასა და ბელგიაში. ევროპაში ყოფნის პერიოდში, 2006-2013 წლებში, დიდი ბრიტანეთი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციას იკავებდა და ნაკრებს 2012 წლის საზაფხულო ოლიმპიადაზეც გაუძღვა. 

ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ფინჩმა “ჰიუსტონ როქეთსის” D-ლიგაში მოასპარეზე შვილობილი გუნდის მთავარი მწვრთნელობა გადაიბარა, 2010 წელს გუნდი ჩემპიონატზე გაიყვანა და D-ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. მას შემდეგ ფინჩი იყო Houston Rockets-ის, Denver Nuggets-ის და New Orleans Pelicans-ის მწვრთნელის ასისტენტი. სულ ახლახანს კი მან Minnesota Timberwolves-ის მთავარი მწვრთნელობა ჩაიბარა. 

შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB