Jr. NBA-ის მორიგი სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა

Jr. NBA-ის მორიგი სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა

Jr. NBA-ის მეოთხე სამწვრთნელო – ონლაინ ლაივ კლინიკის შემდეგ, რომელსაც ბეკი ჰამონი გაუძღვა, Jr. NBA-ის გუნდი დაინტერესებულ პირებს 11 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მეხუთე სესიაზე იწვევს. ამჯერად სესიას “ბრუკლინ ნეთსის” ყოფილი მწვრთნელი, კენი ატკინსონი გაუძღვება. იგი ისაუბრებს შეტევის დასრულებაზე და უპასუხებს კითხვებს საკუთარ კარიერასთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB