Jr. NBA-ის მორიგი სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა

Jr. NBA-ის მორიგი სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა

Jr. NBA-ის გუნდი დაინტერესებულ პირებს 19 ნოემბერს, 22:00 საათზე, სამწვრთნელო ონლაინ-ლაივ კლინიკის მეშვიდე სესიაზე იწვევს. სესიას გაუძღვება სპორტის მეცნიერების დირექტორი სან ანტონიო სპურსში – ხავი შელინგი, რომელიც ისაუბრებს ძალისმიერ ვარჯიშებზე კალათბურთში (ინტეგრაციული მიდგომა) და უპასუხებს კითხვებს საკუთარ საქმიანობასა და კარიერასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB