Jr. NBA-ის მორიგი სამწვრთნელო ონლაინ სესია

Jr. NBA-ის მორიგი სამწვრთნელო ონლაინ სესია

Jr. NBA-ის სამწვრთნელო ონლაინ პროგრამა გრძელდება. Jr. NBA-ის გუნდი დაინტერესებულ პირებს 6 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, სამწვრთნელო ონლაინ-ლაივ კლინიკის მომდევნო სესიაზე იწვევს. სესიას გაუძღვება “მინესოტა ტიმბერვულვზის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი – რაიან სანდერსი. სანდერსმა ბოლო 12 წელი გაატარა მწვრთნელად NBA-ში “ვაშინგტონ ვიზარდსთან” და “მინესოტა ტიმბერვულვზთან” ერთად. რაიანი Jr. NBA-ის სამწვრთნელო კლინიკას პირველად შემოუერთდა და იგი ისაუბრებს შეტევით გადასვლის შესახებ. 

შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB