Jr. NBA-ის მორიგი სამწვრთნელო ონლაინ სესია

Jr. NBA-ის მორიგი სამწვრთნელო ონლაინ სესია

Jr. NBA-ის სამწვრთნელო ონლაინ პროგრამა 5 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩიკაგო ბულსის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ჯიმ ბოილენთან ერთად გრძელდება. NBA-ში მისი სამწვრთნელო კარიერა ჰიუსტონ როკეტსში დაიწყო, მან სწორედ ამ პერიოდში იზეიმა NBA-ს პირველი ჩემპიონობა ჰიუსტონ როკეტსთან ერთად, ასისტენტ მწვრთნელის პოზიციაზე. შემდეგ, ასევე მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა გოლდენ სტეიტ უორიორსში, მილოუკი ბაქსსა და სან ანტონიო სპერსში გრეგ პოპოვიჩის სტაფში. მან მოიგო NBA– ს მესამე ჩემპიონატი მას შემდეგ, რაც სპერსმა 4-1 დაამარცხა მაიამი ჰიტი 2014 წლის NBA ფინალში. 2017 წლის ივნისში მწვრთნელი ბოილენი დასახელდა ჩიკაგო ბულსის ასოცირებულ მთავარ მწვრთნელად. 2018 წლის 3 დეკემბერს კი, ბულსმა მას მთავარი მწვრთნელის წოდება მიანიჭა.

შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB