Jr. NBA-ის ონლაინ სესია მწვრთნელებისთვის

Jr. NBA-ის ონლაინ სესია მწვრთნელებისთვის

Jr. NBA-ის სამწვრთნელო ონლაინ პროგრამა ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 20 საათზე, ბრაიან გეითსთან ერთად გრძელდება. ბრაიან გეითსი არის მწვრთნელის ასისტენტი ფენიქს სანსში. სანსში მისვლამდე გეითსი იყო მინესოტა ტიმბერვულვზისა და ნიუ ორლეან პელიკანსის მწვრთნელის ასისტენტი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გარდა, გეითსი იყო ბეირუთის ლურჯი ვარსკვლავების, ოკლაჰომა შტორმისა და აიდაჰო სტამპედეს მთავარი მწვრთნელი. მან სტამპედესთან ერთად ორჯერ მოიგო NBA G ლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო. ონლაინ სესიაზე მწვრთნელები მოისმენენ მისი გამოცდილების შესახებ და ექნებათ კითხვების დასმის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB