Jr. NBA-ის სამწვრთნელო ონლაინ სესია

Jr. NBA-ის სამწვრთნელო ონლაინ სესია

Jr. NBA-ის სამწვრთნელო ონლაინ პროგრამა 22 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ტეილორ ჯენკინსთან ერთად გრძელდება. იგი 2019 წლიდან მემფის გრიზლის მთავარი მწვრთნელია, ხოლო 2020 წლის იანვარში დასახელდა, როგორც დასავლეთ კონფერენციის თვის საუკეთესო მწვრთნელი. მანამდე ტეილორ ჯენკინსი მუშაობდა ატლანტა ჰოუკსში და მილოუკი ბაქსში მწვრთნელის ასისტენტად. სწორედ მისი მწევრთნელობის პერიოდში, ბოლო 45 წლის განმავლობაში პირველად, მილოუკი აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გავიდა. 

არ გამოტოვოთ სამწვრთნელო ლაივ სესია მემფის გრიზლის მთავარ მწვრთნელთან, რომელთანაც გექნებათ კითხვების დასმის საშუალებაც.

შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB