კომისარი რატიშვილი ნურ-სულთანში VTB-ლიგის 3 მატჩს მოემსახურება

კომისარი რატიშვილი ნურ-სულთანში VTB-ლიგის 3 მატჩს მოემსახურება

VTB-ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი სრულდება. ბოლო ტურების თამაშებზე ლიგის ხელმძღვანელობამ იმ მსაჯებისა და კომისრების სია შეადგინა, რომლებიც მათი ორგანიზებით გამართულ მატჩებს მოემსახურებიან. ყაზახეთის ქალაქ ნურ-სულთანში 1 კვირის მანძილზე 3 მატჩს გამართავს კლუბი “ასტანა” და სამივე შეხვედრას ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი მოემსახურება.

ეს მატჩებია:

17 აპრილი: ასტანა (ყაზახეთი) – უნიკსი (რუსეთი)

22 აპრილი: ასტანა (ყაზახეთი) – ზელენა გორა (პოლონეთი)

25 აპრილი: ასტანა (ყაზახეთი) – ცმოკი-მინსკი (ბელარუსი)

25 აპრილს დასრულდება VTB-ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, ხოლო პლეი ოფი სტარტს მაისიდან აიღებს.