მოძრავი ბლოკის შესახებ ონლაინ-სემინარი მწვრთნელებს მილოშ გლიგორიევიჩმა ჩაუტარა

მოძრავი ბლოკის შესახებ ონლაინ-სემინარი მწვრთნელებს მილოშ გლიგორიევიჩმა ჩაუტარა

დაგეგმილი ტემპით მიმდინარეობს ონლაინ-სემინარები მწვრთნელებისთვის, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და მწრთნელთა კავშირის ორგანიზებით ხორციელდება. ეს გახლავთ კარგი საშუალება საიმისოდ, რომ შექმნილ საკარანტინე პირობებში მწვრთნელებმა მათი პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი თეორიული განათლება მაქსიმალურად მიიღონ.

სემინარებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები მართავენ. გასული სემინარის თემა იყო მოძრავი ბლოკი, რომლის შესახებაც ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა ილიას ზუროსის ასისტენტმა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილოშ გლიგორიევიჩმა. 

ვიდეო-კონფერენციას დაახლოებით 40 მონაწილე ჰყავდა, ხოლო ვინც ვერ მოახერხა მასზე დასწრება, საშუალება ეძლევათ, სემინარის ვიდეო-ჩანაწერი ნახონ, რომელიც საქართველოს მწვრთნელთა კავშირის ფეისბუქ-ჯგუფში განთავსდა და აქაც გთავაზობთ: