მწვრთნელთა C კატეგორიის ლიცენზიის გამოცდებისთვის მსურველების რეგისტრაცია დაიწყო

მწვრთნელთა C კატეგორიის ლიცენზიის გამოცდებისთვის მსურველების რეგისტრაცია დაიწყო

კალათბურთის მწვრთნელთა კავშირისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მე-5 წელია, წარმატებით მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა, რომელიც 3 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მწვრთნელები C კატეგორიის ლიცენზიას იღებენ, რომელიც 14 წლამდე მოზარდებთან მუშაობისთვისაა საჭირო.

დღემდე C კატეგორიის ლიცენზია სამასამდე ადამიანმა აიღო, თუმცა მწვრთნელობის დამწყებთა რიცხვი პერიოდულად იზრდება და ლიცენზიის აღების მოთხოვნილებაც აქტუალურია. მწვრთნელთა კავშირი კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად პერიოდულად ატარებს სალიცენზიო სემინარ-გამოცდებს და მორიგი ასეთი ღონისძიება სექტემბერში დაიგეგმა.

იმ მწვრთნელთა საყურადღებოდ, რომლებსაც არ აქვთ გავლილი პროგრამის პირველი ნაწილი და არ ფლობენ C კატეგორიის ლიცენზიას, 1-დან 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ მწვრთნელთა კავშირის პორტალზე და ამ გზით მიიღონ გამოცდაში მონაწილეობის უფლება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს  ➡  მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა – სარეგისტრაციო ფორმა

სალიცენზიო გამოცდის დროსა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (gbf.ge) რეგისტრაციის მიმდინარეობის პერიოდში.