ფიზმომზადებასთან დაკავშირებით კომპლექსური ონლაინ-სემინარი მწვრთნელებს ირაკლი შიოშვილმა ჩაუტარა

ფიზმომზადებასთან დაკავშირებით კომპლექსური ონლაინ-სემინარი მწვრთნელებს ირაკლი შიოშვილმა ჩაუტარა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით, ქართველი მწვრთნელებისთვის ონლაინ-სემინარები დაგეგმილი ტემპით მიმდინარეობს. მორიგი, კვირას გამართული კონფერენცია წინანდელთაგან თემტურად განსხვავებული იყო და ის ფიზმომზადებას ეხებოდა.

სემინარი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ “ოლიმპის” ფიზმომზადების მწვრთნელმა, ირაკლი შიოშვილმა, რომლმაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის თითქმის 2 საათის განმავლობაში ისაუბრა ფიზმომზადებასთან დაკავშირებულ შემდეგ კომპონენტებზე: 

  • ფიზმომზადების როლი თანამედროვე კალათბურთში და კოოპერირება სამწვრთნელო შტაბთან.
  • საკალათბურთო ათლეტიზმი. ოპტიმალური მომზადება ვარჯიშებისა და თამაშებისთვის.
  • სავარჯიშო ასაკი. რომელია ყველაზე ეფექტური დაცვითი მოძრაობა მოედანზე.
  • ათლეტის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი ფუნდამენტი.

ონლაინ-სემინარს 40-ამდე მეტი მსმენელი ჰყავდა, რომელთა შორისაც, როგორც ფიზმომზადების, ასევე სხვადასხვა გუნდების მთავარი და ასისტენტი მწვრთნელები იყვნენ. კონფერენციის მონაწილეებმა ირაკლი შიოშვილს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს, რომლებზეც კომპეტენტური პასუხები მიიღეს.