პოსტ-სფეისინგი და უბურთოდ გადაადგილება – ონლაინ-სემინარი დიმიტრი ჯაკობოვისგან

პოსტ-სფეისინგი და უბურთოდ გადაადგილება – ონლაინ-სემინარი დიმიტრი ჯაკობოვისგან

კალათბურთის ქართველი მწვრთნელებისთვის მორიგი ონლაინ-სემინარი გაიმართა შეტევის თემაზე, რომელსაც სუპერლიგის კლუბ “ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი, დიმიტრი ჯაკობოვი, უძღვებოდა. შეგახსენებთ, რომ ონლაინ-სემინარები სისტემატიური ხასიათისაა და ის საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით უკვე 2 თვეზე მეტია, იმართება. 

სემინარის წარმართვაში დიმიტრი ჯაკობოვს ეხმარებოდა “ოლიმპში” მისი ასისტენტი დავით როგავა. მწვრთნელებმა თვალსაჩინოდ წარმოადგინეს ის დიაგრამები და თამაშებიდან შესაბამისი მომენტები, რომლებიც პოსტ-სფეისინგსა და უბურთოდ გადაადგილებას (Post Spacing & Moving Without the ball) ეხებოდა. სემინარს 30-ზე მეტი მწვრთნელი დაესწრო და მისი დასრულების შემდეგ ონლაინ-კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

გთავაზობთ აღნიშნული სემინარის სრულ ვიდეო-ჩანაწერს: