დღეს, 15 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტუდენტური ლიგის 2 მატჩი გაიმართება.
თსსუ V სტუ 17:00 საათი
თსუ V კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 18:45 საათი
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ლიგის 2018-2019 წლების სეზონი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პირველად, სტუდენტურ გუნდებს შანსი ეძლევათ, წარმატების შემთხვევაში პროფესიულ კალათბურთში გადაინაცვლონ. კალათბურთისა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციების მიერ შემუშავებული დებულების თანახმად, სტუდენტური კალათბურთის ლიგის გამარჯვებული კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებული ტურნირის – „ა“ ლიგის საგზურს მოიპოვებს და შესაბამის დაფინანსებას, 60 000 ლარს მიიღებს. გარდა ამისა, სტუდენტური გუნდებისთვის „ა“ ლიგაში მოხვედრა ნიშნავს შანსს, წარმატების შემთხვევაში, სუპერლიგაში გადავიდნენ.