დღეს, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სტუდენტურ ლიგას იწყებს. ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან გამარჯვებული პროფესიულ „ა“ ლიგაში ასპარეზობის უფლებას და შესაბამისად, 70 ათასი ლარის ოდენობით საბაზისო დაფინანსებას მოიპოვებს. ეს საუნივერსიტეტო გუნდის წევრებს საშუალებას მისცემს, გადაინაცვლონ პროფესიულ კალათბურთში და „ა“ ლიგაში წარმატების შემთხვევაში მოიპოვონ სუპერლიგის საგზური.
დღეს, 7 ივნისს დაგეგმილი 4 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:
თსსუ vs სეუ 12:45
სპორტუნი vs თსუ 14:30
გთსუ vs აწსუ 16:45
ილიაუნი vs სტუ 18:00
სტუდენტური ლიგის მატჩების სტატისტიკა და თამაშებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: http://gbf.ge/league/student-league