საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად სტუდენტურ ლიგას იწყებს. ტურნირში მონაწილე 8 სასწავლებლის გუნდის კენჭისყრა ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
საუნივერსიტეტო ლიგის ისტორიული სეზონი, რომლის გამარჯვებულმაც პროფესიულ,, „ა“ ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, 2 წლის წინ ჩატარდა. სპორტის უნივერსიტეტის გუნდმა ლიგის ჩემპიონობასთან ერთად „ა“ ლიგის საგზური მიიღო და ამით საბაზისო დაფინანსება მოიპოვა. ამით სტუდენტების კალათბურთით დაინტერესება და სპორტის ამ სახეობაში ჩართულობა უფრო მეტად მოემატა და სტუდენტურ ლიგას პრესტიჟი მნიშვნელოვნად გაეზარდა.
წინა სეზონში სტუდენტური ლიგის გათამაშება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. წლეულს სტუდენტური ლიგა სტარტს ივნისის თვეში აიღებს და მასში 8 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან:
1.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
3. გურამ თავართქილაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
4. ილიაუნი
5. აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტი
6. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
7. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
8. საქართველოს სპორტის უნივერსიტეტი
სტუდენტური საკალათბურთო ლიგის მონაწილეები 2 ჯგუფში განაწილდებიან და ითამაშებენ 2 წრედ, რის შემდეგაც გაიმართება პლეი ოფის თამაშები და გამოვლინდებიან პრიზიორები. ტურნირის გამარჯვებული სტუდენტური ლიგის ჩემპიონის ტიტულთან ერთად მოიპოვებს საკალათბურთო, პროფესიული „ა“ ლიგის მომავალი სეზონის საგზურს და მიიღებს საბაზისო დაფინანსებას 70 ათასი ლარის ოდენობით. ეს საუნივერსიტეტო გუნდის წევრებს საშუალებას მისცემს, გადაინაცვლონ პროფესიულ კალათბურთში და „ა“ ლიგაში წარმატების შემთხვევაში მოიპოვონ სუპერლიგის საგზური.
წილისყრას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო გიგინეიშვილი და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული დაესწრნენ .
კენჭისყრის შედეგები: