დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო საკალათბურთო სტუდენტურმა ლიგამ, რომელიც საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. 2 წლის წინ აღნიშნულ ფედერაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზე შეიქმნა ახალი დებულება და სტუდენტური ლიგის გამარჯვებულს, სეზონის ჩემპიონის ტიტულთან ერთად მიენიჭა უფლება, საკალათბურთო “ა” ლიგაში იასპარეზოს.
ამ უფლებით უკვე ისარგებლა სპორტის უნივერსიტეტმა, რომელმაც პირველ ერთობლივ ტურნირში ჩემპიონი გახდა და აღნიშნულ ტიტულთან ერთად პროფესიულ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შესაბამისად, 70-ათასლარიანი დაფინანსება მიიღო. სპორტუნის გუნდმა ვერ მოახერხა პროფესიულ, “ა” ლიგაში ადგილის შენარჩუნება და წლეულს ბოლო ადგილის დაკავებით სტუდენტურ ლიგას დაუბრუნდა.
დღეს დაწყებულ სტუდენტურ ლიგაში 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი:
ესენი არიან:
“ა” ჯგუფი
1.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
3.საქართველოს სპორტის უნივერსიტეტი
4.საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
“ბ” ჯგუფი
1.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
2.გურამ თავართქილაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
3.ილიაუნი
4.აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გუნდები ითამაშებენ 2 წრედ, რის შემდეგაც გაინაწილებენ ჯგუფებში ადგილებს და პლეი ოფში “ა” და “ბ” ჯგუფების გუნდები ჯვარედინად დაწყვილდებიან: ა1-ბ4, ბ2-ა3, ბ1-ა4, ა2-ბ3.
პლეი ოფში სერიები ერთმატჩიანი იქნება. მხოლოდ ფინალური სერია გაგრძელდება 2 მოგებამდე.
დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩები საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ერთი – განსაკუთრებით. სპორტის უნივერსიტეტისა და თსუ-ს დაპირისპირებაში მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა.
სრული სტატისტიკის სანახავად დაკლიკეთ ანგარიშზე:
თსსუ 62:69 სეუ
სპორტუნი 78:77 თსუ
გთსუ 88:67 აწსუ
ილიაუნი 63:66 სტუ
სტუდენტური ლიგის მეორე ტურის მატჩები 13 და 14 ივნისს გაიმართება.