სტუდენტურ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. 8 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და რაც შეიძლება, მაღალი ადგილისთვის იბრძვის, რათა პლეი ოფში შედარებით სუსტთან თამაშის უფლება მოიპოვოს. დებულების თანახმად, პლეი ოფში 8-ვე გუნდი გადაინაცვლებს და მეოთხედფინალში ჯგუფების მიხედვით, ჯვარედინად დაწყვილდებიან: ა1 – ბ4, ა2 – ბ3, ბ2 – ა3, ბ1 – ა4.
დღეს გამართული მატჩებიდან ძალიან დაძაბული გამოდგა ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიაუნის დაპირისპირება. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე, ტექნიკოსების სასარგებლოდ გადაწყდა, რომლებმაც 4 ტურის თავზე მე-2 გამარჯვება მოიპოვეს – 81:75 (სტატისტიკა).
ასევე დაძაბული გამოდგა სამედიცინო უნივერსიტეტისა (თსსუ) და ეროვნული უნივერსიტეტების (სეუ) დაპირისპირება. მედიკოსებმა ბოლო პერიოდი 27:14 მოიგეს და ამის ხარჯზე, გამარჯვებას მიაღწიეს. – 73:67 (სტატისტიკა). თსსუ-ს 21 ქულით, 14 მოხსნითა და 6 დაფარებით ალექსანდრე გოგოლაშვილმა ულიდერა, 23 ქულითა და 8 მოხსნით ირაკლი ქოჩიაშვილი გამოირჩა.
დაბოლოს, დამარცხდა ტურნირის ერთადერთი წაუგებელი გუნდი “სპორტუნი”. სპორტის უნივერსიტეტელებმა უშანსოდ დათმეს შეხვედრა თსუ-სთან, რომელიც ტურნირის ფარული ფავორიტია. გია ჩხეიძის გაწვრთნილმა თსუ-მ საწყისი 2 მატჩი თითო ქულით დათმო, რის შემდეგაც მე-4 ტურში თსსუ გაანადგურა (89:67), ხოლო დღეს ჯგუფის ლიდერ სპორტუნისაც შანსი არ დაუტოვა – 79:54 (სტატისტიკა).
სტუდენტური ლიგის მორიგი მატჩი 27 იავნისს, ქუთაისში გაიმართება, სადაც სათამაშოდ გთსუ ჩავა.