სტუდენტური კალათბურთის ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. რეგულარული ჩემპიონატი 2 ჯგუფად ჩატარდა, რომელშიც 8 გუნდი 4-4-ად იყო გადანაწილებული. ჩატარებული 2 წრის შედეგად გუნდები ჯგუფებში 1-4 ადგილებზე განთავსდნენ და ყველა მათგანი პლეი ოფში გადავიდა.
გათამაშების სისტემის თანახმად ჯგუფები პლეი ოფის პირველ წრეში – მეოთხედფინალში ჯვარედინი სისტემით დაწყვილდნენ: ა1-ბ4, ბ1-ა4, ა2-ბ3, ბ2-ბ3. მეოთხედფინალში ერთმატჩიანი სერიებია, ხოლო ნახევარფინალური და ფინალური სერიების გამარჯვებულები 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სერიაში ჩატარდება მხოლოდ 2 მატჩი, რომელთა დასრულების შემდეგაც უკეთესი შედეგის მქონე გუნდი სერიას მოიგებს. შესაძლებელია მატჩის ფრედ დასრულება, ხოლო ოვერტაიმი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გუნდებს 2 მატჩის ჯამში თანაბარი ქულები ექნებათ მოგროვებული.
მოგეხსენებათ, სტუდენტური ლიგის გამარჯვებული საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ პროფესიონალურ ტურნირში – “ა” ლიგაში გადაინაცვლებს, ხოლო ბოლოადგილოსანი სტუდენტურის მეორე ლიგაში დაქვეითდება. მე-7 ადგილზე გასული გუნდი კი მეორე ლიგის მეორეადგილოსანთან საკვალიფიკაციო სერიას ითამაშებს სტუდენტურ ლიგაში დასარჩენად. სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება.
სტუდენტურ ლიგაში V-VIII ადგილები მეოთხედფინალში ნაჩვენები შედეგების მიხედვით განაწილდება. ანუ V-VIII ადგილებს დაიკავებენ მეოთხედფინალებში დამარცხებული გუნდები. თითოეულ ქულას მნიშვნელობა ექნება და გუნდი რაც უფრო ნაკლები სხვაობით წააგებს მეოთხედფინალს, მით უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს მე-5-დან მე-8-მდე.
აქ შეგიძლიათ ნახოთ რეგულარული ჩემპიონატის 24-ვე მატჩის შედეგი და სტატისტიკა: http://gbf.ge/league/student-league/schedule#mbt:275-303$t&0=1
ერთადერთი გუნდი, რომელმაც რეგულარული წაუგებლად დაასრულა, ილიას უნივერიტეტია. 1 მარცხი, ისიც ტექნიკური, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა განიცადა, რომელიც ქუთაისში სათამაშოდ ვერ ჩავიდა. ამ წაგებას ტექნიკოსებისთვის ხელი არ შეუშლია, თავის ჯგუფში პირველ ადგილზე გასულიყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი გზად არ წააგებენ, სტუ და ილიაუნი ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.
სტუდენტური ლიგის პლეი ოფის წყვილები
პლეი ოფის მატჩების კალენდარი