დელტამ ოლიმპთან მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით გახსნა

დელტამ ოლიმპთან მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით გახსნა

მეოთხედფინალური სერია გაიხსნა “დელტასა” და “ოლიმპის” წყვილშიც. რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გასული “დელტა” მეექვსეადგილოსან “ოლიმპს” უპირისპირდება სერიაში, რომელიც 3 მოგებამდეა.

მატჩი დელტელთა უპირატესობით დაიწყო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 18:10 მოიგო, მეორეში კი მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდა და 30:10 დაწინაურდა. მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, “ოლიმპი” არ გატყდა და ცუდად დაწყებული საქმის გამოსწორებას შეუდგა. დიდ შესვენებამდე დიმიტრი ჯაკობოვის გუნდმა ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა და მესამე პერიოდში თამაში გაათანაბრა, თუმცა დეფიციტი ბოლომდე ვერ აღმოფხვრა.

ბოლო პერიოდში ოლიმპელები 5 ქულით მიუახლოვდნენ მეტოქეს, მაგრამ “დელტამ” ბოლომდე შეინარჩუნა როგორც გამართული თამაშის მანერა, ისე – ლიდერობა და 69:60 გაიმარჯვა. დელტელთა შორის 15 ქულით ბომბარდირო მალკოლმ დრამრაითი გახდა. 12 ქულა მოაგროვა გეგი ბაქრაძემ, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე 7 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. “ოლიმპში” 17 ქულით რევაზ როგავა გამოირჩა. მარკ ოგდენმა შეხვედრა 10 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა.

ამ გუნდებს შორის სერიის მეორე შეხვედრა 2 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.

დელტა – ოლიმპი
სტატისტიკა: 69:60