საკალათბურთო კლუბი რაში, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგა 3 წაგებით დაიწყო, ახლოს იყო ზედიზედ მე-3 გამარჯვებასთან. წინა 2 მატჩის მოგების შემდეგ ალექსანდრე ნოზაძის გაწვრთნილი გუნდი ახლოს იყო “მარგვეთის” დამარცხებასთან. საამისოდ რაშს უნდოდა, ბოლო 12 წუთი 20 ქულაზე მეტით არ წაეგო. არ გამოვიდა. 20 ქულით ჩამორჩენილმა ზესტაფონელებმა მესამე პერიოდის დასრულებამდე ჩამორჩენა 15 ქულამდე შეამცირეს, ხოლო დასკვნითი პერიოდი 32:13 იმარჯვეს და საბოლოო გამარჯვებაც გაიფორმეს – 83:79 (სტატისტიკა).
რაშის კალათბურთელები 3 პერიოდის განმავლობაში ჩინებულად თამაშობდნენ. ბრძოლის, ჟინის და თავდადების ხარჯზე რაში ახლოს იყო ზედიზედ მესამე გამარჯვებასთან, რითაც სატურნირო მდგომარეობას გვარიანად გაიუმჯობესებდა, თუმცა არ დასცალდა. მელიკ მარტინმა და აკოლ მავეინმა, რომლებსაც შეტევაში ლუკა ალავიძეც ეხმარებოდა, ბოლო პერიოდში ჩამორჩენა აღმოფხვრეს და დაწინაურდნენ. ძალებგამოცლილმა რაშის კალათბურთელებმა ვეღარ მოახერხეს იშტაზე მოსული ზესტაფონელების შეკავება და რომ იტყვიან, მოგებული მატჩი წააგეს.
გამარჯვებულებს 21 ქულით, 9 მოხსნითა და 3-3 ჩაჭრა-პასით მავეინმა ულიდერა. 22 ულა, 9 მოხსნა და 7 პასი მიითვალა მარტინმა. ალავიძის ანგარიშზე კი 16 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. რაშის შემადგენლობაში 19 ქულით ბომბარდირი გახდა ჯარეტ ჰენდერსონი. 15 ქულა მიითვალა გარეტ ჰიკსმა. 13-13 ქულა ვახტანგ გოგბერაშვილისა და ჯონ კერის ანგარიშზე დაგროვდა.
4 მოგებითა და 3 მარცხით მარგვეთმა სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.