16-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი ტური ფოთში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა ,,ირაო ფოთმა” შინ ,,რუსთავი
1” მიიღო. ქვემოქართლელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, მასპინძლები კი მეტოქესთან
ვერაფერს გახდნენ და 49:63 დამარცხდნენ.
,,ფოთის” შემადგენლობაში საუკეთესო ჯანო ბერაია იყო,
რომელმაც 24 ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლი
შეასრულა, ხოლო ,,რუსთავი 1-ს” 21 ქულით ნუგზარ
ტაბაღუამ ულიდერა.
რუსთავი 2-ის გუნდმა კი შეხვედრა შინ გამართა და საკუთარ მოედანზე
დებიუტანტ ,,კაკტუსს” დიდი ანგრიშით სძლია – 98:34. გამარჯვებულთა
რიგებში საუკეთესო 29 ქულით გიგი გოგობერიშვილი
იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა მიითვალა: თორნიკე ალავერდაშვილმა(17ქ.10მ)
და კონსტანტინე ბიწაძემ(13ქ.10მ).
რაც შეეხება
,,კაკტუსს”, მის შემადგენლობაში ხვიჩა ხოსიტაშვილი გამოირჩა, რომელმაც 15 ქულითა და
31 ქულით ორმაგი დუბლი მიითვალა.