რუსთაველებმა შინ და გარეთ იმარჯვეს

რუსთაველებმა შინ და გარეთ იმარჯვეს

16-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი ტური ფოთში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა ,,ირაო ფოთმა” შინ ,,რუსთავი
1” მიიღო. ქვემოქართლელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, მასპინძლები კი მეტოქესთან
ვერაფერს გახდნენ და 49:63 დამარცხდნენ.

,,ფოთის” შემადგენლობაში საუკეთესო ჯანო ბერაია იყო,
რომელმაც 24 ქულითა და 21 მოხსნით  ორმაგი დუბლი
შეასრულა, ხოლო ,,რუსთავი 1-ს”  21 ქულით ნუგზარ
ტაბაღუამ ულიდერა.

რუსთავი 2-ის გუნდმა კი შეხვედრა შინ გამართა და საკუთარ მოედანზე
დებიუტანტ ,,კაკტუსს” დიდი ანგრიშით სძლია – 98:34.   გამარჯვებულთა
რიგებში  საუკეთესო 29 ქულით გიგი გოგობერიშვილი
იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა მიითვალა: თორნიკე ალავერდაშვილმა(17ქ.10მ)
და კონსტანტინე ბიწაძემ(13ქ.10მ).

 რაც შეეხება
,,კაკტუსს”, მის შემადგენლობაში ხვიჩა ხოსიტაშვილი გამოირჩა, რომელმაც  15 ქულითა და 
31 ქულით ორმაგი დუბლი მიითვალა.