ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებ მოიპოვა. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ნორვეგიას 71:51 (სტატისტიკა) მოუგო. შეგახსენებთ, რომ ტურნირი გუშინ, რუმინეთის ქალაქ პლოეშტში დაიწყო და სადებიუტო მატჩში ქართველებმა კოსოვო 27 ქულით გაანადგურეს, დღევანდელი გამარჯვებით კი “ბ” ჯგუფში გალიდერდნენ.
აღსანიშნავია, პირველ მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრები 11 ქულით ჩამორჩებოდა. ნორვეგიელი ამარ პინჯოს ზუსტი სროლის შემდეგ სკანდინავიელები 27:16 დაწინაურდნენ, რაც ხელჩასაჭიდი ლიდერობა გახლდათ. როგავას გუნდმა დიდ შესვენებამდე დარჩენილ დროში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა და მესამე პერიოდიდან მეტოქის რბევას მიჰყო ხელი. მესამე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 23:7 მოიგო, 10 ქულით დაწინაურდა და დარჩენილ დროში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.
მატჩის საუკეთესო შედეგი გიორგი ოჩხიკიძემ დააფიქსირა, რომელმაც 22 ქულა, 6 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა. გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, მისი შეჩერება სკანდინავიელებს არ გამოუვიდათ. 11 ქულა მოაგროვა ვატო გაჩეჩილაძემ, ხოლო 8-8 ქულა სამმა კალათბურთელმა – სანდრო კასაბურმა, ლუკა ალავიძემ და ლუკა კუჭუხიძემ.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 31 ივლისს, ბულგარეთთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება.