20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი წრე სოხუმის გამარჯვებით დასრულდა

20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი წრე სოხუმის გამარჯვებით დასრულდა

20-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველი
წრის ბოლო მე-9 ტურის დასკვნით შეხვედრას დღეს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

,,სოხუმმა” დებიუტანტი ,,ოლიმპი” სოლიდური ანგარიშით, 89:71 დაამარცხა და ჩატარებული
7 მატჩიდან  მე-4 გამარჯვება მიითვალა.

მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული  და საინტერესო გამოდგა. საწყისი  ათწუთეული ქულა-ქულაში წარიმართა, სადაც სოხუმელებმა
მინიმალური სხვაობით 16:15  იმარჯვეს. მეორე
პერიოდი სოხუმელთა სასარგებლოდ წარიმართა: აღნიშნული მეოთხედის შუაწელში, პერიოდის
მე-6 წუთზე,,ზღვისპირელები” მინიმალური უპირატესობით  გავიდნენ 
წინ  27:26; თუმცა მეოთხედის დასრულებამდე
2:52 წუთით ადრე, ,,სოხუმი” აქტიურად ათამაშდა და წინ 37:28 გაიქცა.  დარჩენილ დროში ოლიმპელებმა ვერაფერი
გააწყეს და პირველი ტაიმი 34:46 დათმეს.

დაძაბული აღმოჩნდა მესამე მეოთხედის  საწყისი წუთები, თუმცა პერიოდის მე-5 წუთზე სოხუმელებმა
11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 52:41. ოლიმპელები აქტიურობდნენ და მეტოქის დაწევას
ლამობდნენ,  თუმცა სოხუმელემმა დებიუტანტებს
შანსი არ დაუტოვეს და მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს – 61:48. ბოლო დასკვნით
მეოთხედში სოხუმელები შეუჩერებელნი აღმოჩნდნენ, შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყდა და
მატჩი ,,ზღვისპირელთა” დამაჯერებელი მოგებით დასრულდა.

,,ოლიმპის” 
შემაგენლობაში 24 ქულით  ბაჩი თუთიაშვილი
გამოირჩა,  ხოლო ,,სოხუმს” 25 ქულით დიმიტრი
დვალიშვილმა ულიდერა.