20-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველი
წრის ბოლო მე-9 ტურის დასკვნით შეხვედრას დღეს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
,,სოხუმმა” დებიუტანტი ,,ოლიმპი” სოლიდური ანგარიშით, 89:71 დაამარცხა და ჩატარებული
7 მატჩიდან მე-4 გამარჯვება მიითვალა.
მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საწყისი ათწუთეული ქულა-ქულაში წარიმართა, სადაც სოხუმელებმა
მინიმალური სხვაობით 16:15 იმარჯვეს. მეორე
პერიოდი სოხუმელთა სასარგებლოდ წარიმართა: აღნიშნული მეოთხედის შუაწელში, პერიოდის
მე-6 წუთზე,,ზღვისპირელები” მინიმალური უპირატესობით გავიდნენ
წინ 27:26; თუმცა მეოთხედის დასრულებამდე
2:52 წუთით ადრე, ,,სოხუმი” აქტიურად ათამაშდა და წინ 37:28 გაიქცა. დარჩენილ დროში ოლიმპელებმა ვერაფერი
გააწყეს და პირველი ტაიმი 34:46 დათმეს.
დაძაბული აღმოჩნდა მესამე მეოთხედის საწყისი წუთები, თუმცა პერიოდის მე-5 წუთზე სოხუმელებმა
11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 52:41. ოლიმპელები აქტიურობდნენ და მეტოქის დაწევას
ლამობდნენ, თუმცა სოხუმელემმა დებიუტანტებს
შანსი არ დაუტოვეს და მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს – 61:48. ბოლო დასკვნით
მეოთხედში სოხუმელები შეუჩერებელნი აღმოჩნდნენ, შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყდა და
მატჩი ,,ზღვისპირელთა” დამაჯერებელი მოგებით დასრულდა.
,,ოლიმპის”
შემაგენლობაში 24 ქულით ბაჩი თუთიაშვილი
გამოირჩა, ხოლო ,,სოხუმს” 25 ქულით დიმიტრი
დვალიშვილმა ულიდერა.