საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პლეი ოფს მიღმა დარჩა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო, საკვანძო მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბრძოლაში – 73:76 (სტატისტიკა) დათმო და 2-2 მოგებ-წაგებით მე-3 ადგილი დაიკავა. მეოთხედფინალში კი I-II ადგილებზე გასული შვედეთი და ჩრდილოეთ მაკედონია გადავიდნენ, რომლებიც 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტარული, “ა” დივიზიონის საგზურებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. საქართველოს ნაკრებმა კი თბილისში მიმდინარე “ბ” დივიზიონში მაქსიმუმ მე-9 ადგილი დაიკავოს, რადგან პლეი ოფში ვერ გასული გუნდები ტურნირის ყველა, 9-19 ადგილებს გაითამაშებენ.
არადა, საქართველოს ნაკრებს გამარჯვება შეეძლო. მეორე პერიოდის შუაწელში მეტოქეს 14 ქულით – 37:23 უგებდა და მოგვიანებით, როცა სოლიდური ლიდერობა გაანიავა და ჩამორჩა, ბოლო წუთებზე ვლადიმერ თავაქარაშვილის 2 სამქულიანის წყალობით ანგარიში გაათანაბრა. პლუს ამას, ჩრდილოეთმაკედონიელებს ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ლიდერი ტრავმის გამო გამოაკლდათ და ჩვენს გუნდს გამარჯვების რეალური შესაძლებლობა მიეცა. სამწუხაროდ , ეს შანსი ჩვენებმა ვერ გამოიყენეს. მაკედონიელებმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდეს, ქულით დაწინაურდნენ და ჩვენს ნაკრებს შესატევად 24 წამი დარჩა.
პერიმეტრზე დარჩენილ თავაქარაშვილს ზედიზედ მე-3-ედ შეტევისა და შესაბამისად, ჩაგდების შანსი არ მიეცა. სამქულიანი ვლადიმერ სალარიძემ სტყორცნა, მაგრამ არაზუსტად და როცა მაკედონიელთა მოხსნას ლუკა ლიკლიკაძის არასპორტული ჯარიმა მოჰყვა, მატჩის ბედიც გაირკვა. მაკედონიელებმა მოახერხეს “თბილისი არენაზე” მისული საკმაოდ ბევრი ქომაგით შეგულიანებული საქართველოს ძლევა და პლეი ოფში გასვლა ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ჰქონდათ სარალიძეს და თავაქარაშვილს, რომლებმაც 19-19 ქულა მიითვალეს. ლუკა ლიკლიკაძeმ 15 ქულა მოაგროვა, ხოლო ლევან ქვარცხავასა და ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზე 9-9 ქულა დაგროვდა. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ჰოლანდიაა, რომელსაც გლიგორიევიჩის გუნდი 22 ივლისს, 19:00 საათზე თბილისი არენაზე დაუპირისპირდება.
თბილისში მიმდინარე 20-წლამდელთა “ბ” დივიზიონის 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც მეოთხედფინალში გავიდნენ, შემდეგნაირად დაწყვილდნენ: