“გრან კანარიამ” “ფუენლაბრადასთან” ბრძოლაში წააგო

“გრან კანარიამ” “ფუენლაბრადასთან” ბრძოლაში წააგო

ესპანეთის პრიმერადივიზიონში მორიგი მარცხი იწვნია მარკიზ ჰეინსისა და ტორინ გრინის „გრან კანარიამ“. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელთა გუნდი სტუმრად „ფუენლაბრადას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულსი სხვაობით – 65:69 წააგო.
 
ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო მარკიზ ჰეინსი, რომელმაც მოედანზე გატარებულ 17 წუთში 9 ქულა და 1 პასი მიითვალა. მან 7 სამქულიანიდან 3 ჩააგდო, ხოლო 1 ორიანი გაუცუდდა. რაც შეება გრინს, იგი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში გრინმა  1 ორიანი და 3 სამქულიანი გააცუდა, 3 საჯარიმოდან კი 2 ჩააგდო და შეხვედრა, შესაბამისად, 2 ქულით დაასრულა. მას ასევე 4 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა.
 
„გრან კანარია“ ამ წაგების შემდეგ კვლავ ცხრილის ფსკერზე დაეშვა. კანარიელებს 2 მოგება და 6 მარცხი აქვთ. მომდევნო შეხვედრას კუნძულელები 27 ნოემბერს შინ „ხუვენტუდთან“ გამართავენ.