მეორე მარცხი ბოლო წამებზე – ამჯერად მასპინძელ სლოვენიასთან (VIDEO)

მეორე მარცხი ბოლო წამებზე – ამჯერად მასპინძელ სლოვენიასთან (VIDEO)

ეცროპის ჩემპიონატის მასპინძლებთან, რომელებმაც 2 დღის წინ კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი 9 ქულით დაამარცხეს, 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ტოლ-სწორად ებრძოლა და გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა.
სლოვენიას გამარჯვება პირდაპირი მნიშვნელობით ზორან დრაგიჩმა მოუტანა, რომელმაც საფინალი სირენამდე 7 წამით ადრე, როცა შეტევისთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა, გამოუვალი სიტუაციიდან ისროლა და ისეთი ბურთი ჩააგდო, ძალიან იშვიათად რომ ვარდება. ამით დრაგიჩმა სლოვენიელთა უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა და სლოვენიელები მიუწვდეომლები გახადა. – 72:68 საბოლოოდაც ეს ანგარიში დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრებმა სლოვენიას 3 (I, II და III)  მეოთხედი მოუგო და მხოლოდ მეორე პერიოდის ჩაგდების გამო დამარცხდა. ქართველებს თამაში, რომ იტყვიან, ეჭირათ. პირველი ათწუთეული 19:13 მოიგეს, ხოლო მეორეს დაწყებიდან მალევე იგორ კოკოშკოვის სამწყსომ 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა – 26:15. სწორედ ამის შემდეგ ამოქმედნენ სლოვენიელები, რაშიც, არ გადავაჭარბებთ და, მსაჯებმაც მისცეს ბიძგი. მანამდე ეფექტურად მოთამაშე ქართველების ზონურ დაცვას სლოვენიელებმა 3-ქულიანები დაუშინეს და საბოლოოდ გატეხეს. 13 ცდიდან ჩაგდებული 8 სამქულიანი – ასეთ საპირველტაიმო შედეგს ნებისმიერი გუნდი ინატრებდა და სწორედ ამის წყალობით სლოვენიამ მეოთხედი 31:13, ხოლო პირველი ტაიმი – 44:32 მოიგო. 6-წუთიანი მონაკვეთი მასპინძლებმა 15:0 მოიგეს, რაც შოკი იყო ქართველებისთვის, მაგრამ ამის შემდეგ კოკოშკოვის შეგირდები მაინც სწორ რელსებზე დადგნენ.
 
 
მეორე ტაიმიდან ქართველებმა მიზანმიმართულად, ნელ-ნელა იწყეს თამაშის გამოსწორება, შესაბამისად, ანგარიშმაც ლღობა იწყო. მე-3 პერიოდი ქართველებმა 4 ქულით – 14:10 მოიგეს და ბოლო ათწუთეულში მეტოქეზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს. გიორგი ცინცაძის, რიკი ჰიკმანის, მანუჩარ მარკოიშვილის და ვიქტორ სანიკიძის შედეგიანობით ქართველებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე 2-ჯერ შეამცირეს – 59:60, 61:62. კოკოშკოვის გუნდს დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ ჰიკმანმა 61:62-ზე ერთ შეტევაში სწრაფი გარღვევა, შემდეგ კი 3-ქულიანი გააცუდა.
ქართველები გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ თავში ნახსენებმა ბურთმა, როცა ბოლო წამებზე ზორან დრაგიჩმა უხერხული სიტუაციიდან ჩააგდო, ქართველების ბრძოლას და მატჩს წერტილი დაუსვა.
ჩვენს მატჩამდე C ჯგუფში ხორვატებმა გაჭირვებით დაამარცხეს პოლონეთი, ხოლო ჩეხეთმა ესპანეთთან ვერფერი გააწყო – 39:60 წააგო.

 
C ჯგუფი
7 სექტემბერი
საქართველო – სლოვენია 78:82, ხორვატია – პოლონეთი 74:70, ესპანეთი – ჩეხეთი 60:39

1.

სლოვენია

3

3/0

212/197

6
2.

ესპანეთი

3

2/1

197/157

5
3.

ხორვატია

3

2/1

191/214

5
4.

საქართველო

3

1/2

228/216

4
5.

ჩეხეთი

3

1/2

168/190

4
6.

პოლონეთი

3

0/3

205/227


8 სექტემბერი. თბილისის დრო
პოლონეთი – ესპანეთი      16:30
ჩეხეთი – საქართველო       19:45
სლოვენია – ხორვატია        23:00