საქართველოს 2007 წელს დაბადებულთა გუნდი ვილნიუსიდან 3 მოგებით ბრუნდება

საქართველოს 2007 წელს დაბადებულთა გუნდი ვილნიუსიდან 3 მოგებით ბრუნდება

2007 წელს დაბადებულთაგან შემდგარი ქართული გუნდი ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველი ტურიდან 3 მოგებითა და 2 მარცხით ბრუნდება. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ვილნიუსში დაწყებული ევროპის ლიგა მძლავრად, 3 მოგებით დაიწყო, თუმცა პირველი ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა დათმო და ლიდერის პოზიცია დათმო. წინ კიდევ 2 ტური და 10 მატჩია, რომლებიც ზამთარსა და გაზაფხულზე გაიმართება და ჩვენს გუნდს წარმატების შემთხვევაში პლეი ოფში ასპარეზობის უფლება ექნება.

პირველ დღეს 2 გამარჯვების მოპოვების შემდეგ “საქართველო 2007”-მა 30 ოქტომბერს პირველი შეხვედრა მოიგო. ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინურ “ჰონკას” 65:37 (სტატისტიკა) სძლია. 13 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი ჭირაქაძე, ხოლო გიორგი ნიკოლაევმა 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. 

დღის მეორე შეხვედრაში ქართველები ფინურსავე “ურა ბასკეტთან” დამარცხდნენ, რომელმაც ლიეტუვური ტურის 5 მატჩიდან მხოლოდ აღნიშნული შეხვედრა მოიგო. მატჩი დაძაბული გამოდგა და ფინელთა გამარჯვებით – 55:50 (სტატისტიკა) დასრულდა. ყველა მანამდელ მატჩში გამორჩეულ ნიკოლაევს, რომელმაც ამჯერად 12 ქულა მოაგროვა, გიორგი ცაგარეიშვილი შეეხიდა, რომელმაც 11 ქულა მიითვალა.

პირველი ტურის ბოლო მატჩი დღეს გაიმართა და ქართველები ამჯერად ლიეტუვურ “ტაურაგესთან” დამარცხდნენ – 68:59 (სტატისტიკა). ქუთაისელმა გიორგი ნიკოლაევმა ამჯერად საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა, რომელმაც 27 წუთში 27 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ჩვენი გუნდის დანარჩენი მოთამაშეებიდან ვერც ერთი ვერ ასცდა 10-ქულიან ზღვარს.

მეორე წრის 5 მატჩი 2023 წლის 12-15 იანვარს, ლატვიურ ვალმეირაში გაიმართება, ხოლო დასკვნით ტურს ესტონური ტარტუ უმასპინძლებს.