საქართველოს “ბ” ნაკრებმა პოლონეთთან ჩინეთში წააგო

საქართველოს “ბ” ნაკრებმა პოლონეთთან ჩინეთში წააგო

საქართველოს ეროვნულმა „ბ“ ნაკრებმა ჩინეთის ქალაქ ნანტონში პირველი მატჩი გამართა. დავით უსტიაშვილისა და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა ქართველებმა სხვადასხვა ქალაქებში 2 ტურნირი მოილიეს და უკანასკნელი 3 მატჩის სათამაშოდ ნანტონში ჩავიდნენ.
საქართველოს მეტოქე პოლონეთის „ბ“ ნაკრები გახლდათ, რომელთანაც ჩვენს გუნდს ჩინურ ტურნირებში ორჯერ – 51:67 და 62:72 წაეგო. ვერც მესამე მცდელობა აღმოჩნდა წარმატებული. უსტიაშვილის გუნდმა ოთხივე პერიოდი დათმო და საბოლოოდ 58:81 წააგო.

საქართველოს ნაკრებში 16 ქულით ბომბარდირი გრიგოლ შვანგირაძე გახდა, გიორგი ორმოცაძის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები ჩინეთში 2 მატჩს გამართავს – 13 ივლისს რუმინეთთან და 14-ში ჩინეთთან, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდება.