საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ვერცხლის მედლებს დასჯერდა

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ვერცხლის მედლებს დასჯერდა

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ვერცხლის პრიზიორია. ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალური მატჩი კვიპროსთან დათმო. ქართველებმა კუნძულელებთან ვერაფერი გააწყვეს და სატიტულო მატჩი 38:75 დათმეს.

პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, რომლის ბოლოსაც კვიპროსელებმა იძალეს და პირველ ორწუთიან შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით (14:10) გავიდნენ. მეორე მეოთხედში კუნძულელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და 22:9 მოგებული ათწუთეულის შემდეგ დიდ შესვენებაზე სოლიდური ლიდერობით გავიდნენ – 36:19.

მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა. კვიპროსელებმა გააგრძელეს აქტიურობა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს. საბოლოოდ კუნძულელებმა დიდი სხვაობით – 75:38 იმარჯვეს და C დივიზიონის ჩემპიონები გახდნენ.

საქართველო – კვიპროსი 
სტატისტიკა: 38:75