თბილისი 16 წლამდე გოგონათა შორის ევროჩელენჯერს მასპინძლობს

თბილისი 16 წლამდე გოგონათა შორის ევროჩელენჯერს მასპინძლობს

დღეს თბილისში სტარტს აიღებს 16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯი, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან ერთად მალტის, სომხეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. მოგეხსენებათ, 2 კვირის წინ დასრულდა 20 წლამდე ვაჟთა ევროჩელენჯი, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მაღალ დონეზე და უსაფრთხოდ უმასპინძლა.

16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯი 9 აგვისტოს რომ დაიწყება, 14-მდე გასტანს. ყოველ დღე თბილისის სპორტის სასახლეში 2-2 მატჩი ჩატარდება, ხოლო 12 აგვისტოს ტურნირზე დასვენების დღეა.

2 დღეა, ევროჩელენჯის მონაწილე ნაკრებები თბილისში ჩამოვიდნენ და სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დაბინავდნენ. გუნდები სპორტის სასახლეში ვარჯიშობენ და მოახლოებული ტურნირისთვის ემზადებიან. ტურნირზე გამარჯვებული ერთი წრის ჯამში გამოვლინდება. 

გაუარესებული კოვიდ-ვითარების გამო სპორტის სასახლეში თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ყველა მატჩის ლაივ-ტრანსლირება მოხდება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის YouTube და Facebook გვერდებზე.