20 წლამდე გოგონათა საქართველოს ნაკრები სომხეთთან ბოლო წამებზე დამარცხდა

20 წლამდე გოგონათა საქართველოს ნაკრები სომხეთთან ბოლო წამებზე დამარცხდა

საქართველოს 20 წლამდე გოგონათა ნაკრები მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობს. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის  გაწვრთნილმა გუნდმა 9 ივლისს ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი სომხეთთან გამართა. ბოლო პერიოდის დაწყებამდე ქართველები 38:33 იგებდნენ, თუმცა დასკვნითი ათწუთეული 8:16 დათმეს და საბოლოოდ 3 ქულით – 46:49 (სტატისტიკა) დამარცხდნენ, 

საქართველოს ნაკრებში 15 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო იყო კესო ბარბაქაძე. 14 ქულითა და 5 მოხსნით ნონა ცომაია გამოირჩა. საერთო შედეგიანობით ჩვენს გუნდში ბარბაქაძის შემდეგ მეორე იყო ხატია ქებურია, რომელმაც 3 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ისრაელმა დაძაბულ ბრძოლაში – 65:63 დაამარცხა გერმანიის ნაკრები. საქართველო მომდევნო მატჩს 11 ივლისს, გერმანიასთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.