გრძელდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში – 3×3 Geotour 2021. ჩემპიონატი 12 აგვისტოს, თბილისის შესარჩევი ტურით დაიწყო, საიდანაც ფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო გუნდი გადავიდა. 3×3 Geotour 2021-ის ფორმატი სხვადასხვა რეგიონებში შესარჩევი ტურნირების ჩატარებას გულისხმობს, რომლებიდანაც საუკეთესო გუნდები ფინალური ეტაპის საგზურებს მოიპოვებენ და დასკვნით ტურნირში საქართველოს ჩემპიონს ავლენენ.
გრაფიკის თანახმად, მომდევნო შესარჩევი ტურები ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავში იყო დაგეგმილი, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ისინი დედაქალაქში ჩატარდება. უახლოესი შესარჩევი ტურნირი 18 სექტემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
კოვიდ-რეგულაციების თანახმად, ტურნირში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ ორჯერადად აცრილ კალათბურთელებს და ასევე მათ, რომლებიც ტურნირამდე ბოლო 72 საათში გაკეთებულ PCR ტესტის უარყოფით პასუხს წარმოადგენენ.
შესარჩევი ტურების გამარჯვებულ თითოეულ გუნდს საპრიზო ფონდიდან ერგება 300 ლარი, ხოლო ფინალური ტურნირის მომგები ჩემპიონი გუნდი კი 2500 ლარს მიიღებს. მეორე ადგილზე გასულს საპრიზო ფონდიდან 1000 ლარი ერგება.
შესარჩევ ტურნირებში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არაა. თბილისური ტურიდან ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებსაც შეუძლიათ მომავალ 4 შესარჩევ ტურნირში მონაწილეობა და თუკი გაიმარჯვებენ, საპრიზო 300 ლარი ერგებათ, ფინალური ტურნირის საგზურს კი რიგითობის მიხედვით საგზურის არმქონე გუნდი მიიღებს.
18 სექტემბრის შესარჩევი ტურნირისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, წარმოდგენილ ბმულზე: https://play.fiba3x3.com/events/ba3fa1a0-d32a-4e53-8733-b156fd94801c/teams?fbclid=IwAR1pSdMrl5fVn-wgYdyThppEhIdVh-j_ywepnjkJYLAzl-ilelmjS4Zaa3s
რეგისტრაცია შესაძლებელია 17 სექტემბრის საღამოს 9 საათამდე.
#აიცერი