ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი, ანდრო ანთელიძე ფიბა-ს საერთაშორისო სამწვრთნელო ლიცენზიას კიდევ უფრო მიუახლოვდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ფიბა-სთან სამწვრთნელო პროგრამის განხრითაც აქტიურად თანამშრომლობს და ყოველწლიურად ლიცენწირებული ქართველი მწვრთნელების რაოდენობაც იზრდება. წლეულს ლიცენზია მიიღეს ანატოლი ბოისამ და ირაკლი ძიძიგურმა, ანდრო ანთელიძემ კი სამწლიანი პროგრამის მეორე კურსი წარმატებით დახურა.
ფიბა-ს სამწვრთნელო პროგრამა FECC-ს (FIBA Europe Coaching Certificate) მე-2 კურსს თურქეთის ქალაქმა იზმირმა უმასპინძლა, სადაც 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის მატჩები გაიმართა. ძირითადი სამწვრთნელო საკითხები, რაშიც ანთელიძეს და პროგრამის სხვა მონაწილეებს სემინარები ჩაუტარდათ, იყო ტრანზიციაში შეტევა და დაცვა, უბურთო ბლოკების შეტევა და დაცვა, უკანახაზელის განვითარება, დაცვის ზოგადი კონცეფცია, მწვრთნელების ფსიქოლოგიური მომზადება. სემინრებს ატარებდნენ ისეთი ცნობილი საკალათბურთო სპეციალისტები, როგორებიც არიან პედრო მარტინესი, ნენად ტრუნიჩი, არიკ შივეკი და სხვა.
პროგრამის მონაწილეები სისტემატიურად ესწრებოდნენ იზმირში მიმდინარე 18-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩებს და იმ სათამაშო კომპონენტებზე აკეთებდნენ ფოკუსირეგას, რის შესახებაც სემინარები უტარდებოდათ. 1-დან 8 აგვისტომდე მიმდინარე სემინარები გამოცდებით დასრულდა, რომლებიც ანდრო ანთელიძემ წარმატებით ჩააბარა და FECC-ს მეორე კურსი დახურა. მომდევნო და უკანასკნელი კურსი 2023 წლის ზაფხულში, იმ ქვეყანაში გაიმართება, რომელიც 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.