აზოტი კვლავ იგებს

აზოტი კვლავ იგებს

რუსთავში იქაური “აზოტისა” და თსუ-ს მატჩით სუპერლიგის მეექვსე ტური გაიხსნა. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და ყველაფერი მატჩის დასკვნით სტადიაში გადაწყდა, როდესაც მასპინძლებმა რამაზ გოგობერიშვილისა და ლაშა გამყრელიძის სამქულიანებითა და დავით უგრეხელიძის თითქმის უშეცდომო თამაშით ჯერ 9-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს, მერე კი მატჩი 91:88 თავის სასარგებლოდ დაასრულეს. “აზოტის” რიგებში 14-14 ქულით გოგობერიშვილი და გამყრელიძე გამოირჩნენ, ნუგზარ ჭეიშვილის თსუ-მ კი მოგების ბრწყინვალე შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
აზოტი-თსუ 91:88 (25:21, 20:32, 20:20, 26:15)

აზოტი: გოგობერიშვილი (14 ქ. 3 ჩ), გამყრელიძე (14 ქ. 4 პ), უგრეხელიძე (10 ქ. 10 მ).
თსუ: შანიძე (17 ქ), ლეჟავა (13 ქ), იმნაძე (11 ქ. 6 მ. 3 პ).