ბითაძემ ზაიონს დააფარა და 19 წუთში 10 ქულა მოაგროვა

ბითაძემ ზაიონს დააფარა და 19 წუთში 10 ქულა მოაგროვა

გოგა ბიაძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ინდიანელთა ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი ჯანზე იყო, თუმცა მთელი ბოლო მეოთხედი, როცა ინდიანასა და ნიუ ორლეანს შორის ქულა-ქულაში თამაში მიდიოდა, მოედანზე ქართველი ცენტრი იყო. მატჩის დასრულებამდე 1:23 წუთით ადრე 6 პეროსნალურის გამო ბითაძე  თამაშიდან გავარდა და მოედანს ტერნერი დაუბრუნდა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი სამქულიანი კი ჩააგდო, რითაც ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი გარღვევა გაუცუდდა და ინდიანა 113:114 დამარცხდა. 

ბითაძემ მეორე პერიოდის ბოლოს ლიგის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხულ ზაიონ უილიამსონს დააფარა. გოგამ იგივე მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრეც გააკეთა და ვფიქრობთ, წესების დაცვით, თუმცა მსაჯებმა ქართველს რიგით მე-5 ჯარიმა მისცეს. ამის შემდეგ გოგამ 2 წუთში შეტევაში, არასწორი ბლოკის დაყენებისას მიიღო პერსონალური და მოედნიდან გავიდა.

იმ 19 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, ბითაძემ 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და ბურთი ერთადერთხელ, ზემოთნახსენები, შეტევაში მიღებული ჯარიმისას დაკარგა. მაილს ტერნერმა 26 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა, საუკეთესო კი ჯასტინ ჰოლიდეი გახლდათ 22 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით.

ინდიანას 11 მოგება და 10 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და შემდეგ მატჩს 7 თებერვალს, იუტა ჯაზის წინააღმდეგ, ინდიანაპოლისში ითამაშებს. 

ბითაძის შედეგიანი და ლამაზი გარღვევა

 

ბითაძის სამქულიანი მესამე პერიოდის ბოლო წამზე