სანაკრებო ფანჯრის შემდეგ მოთამაშეები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ და შიდაჩემპიონატებში ჩაებნენ. კვიპროსის უმაღლეს ლიგაში 21-ე ტურის მატჩი ჩაატარა დუდა სანაძის ანორთოსისმა, რომელმაც ეტა 40-ქულიანი სხვაობით – 77:37 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 17:21 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
ანორთოსისს 9 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა, რითიც გუნდი სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. ფამაგუსტელები მომდევნო მატჩს 11 მარტს სტუმრად პარალიმნისთან გამართავენ.