დუდა სანაძის 11 ქულა და ანორთოსისის იოლი გამარჯვება ეტასთან

დუდა სანაძის 11 ქულა და ანორთოსისის იოლი გამარჯვება ეტასთან

სანაკრებო ფანჯრის შემდეგ მოთამაშეები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ და შიდაჩემპიონატებში ჩაებნენ. კვიპროსის უმაღლეს ლიგაში 21-ე ტურის მატჩი ჩაატარა დუდა სანაძის ანორთოსისმა, რომელმაც ეტა 40-ქულიანი სხვაობით – 77:37 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 17:21 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

ანორთოსისს 9 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა, რითიც გუნდი სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. ფამაგუსტელები მომდევნო მატჩს 11 მარტს სტუმრად პარალიმნისთან გამართავენ.